უცხოეთი
ჯიმ რიში - ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა, წასულიყვნენ კომპრომისზე ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

სენატორის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერის საკითხის მოგვარებას და გარანტიას, რომ ოპოზიცია შეუერთდება პარლამენტს. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, წასულიყვნენ კომპრომისზე საკუთარი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ. ამ შეთანხმებას შეუძლია, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე. კომპრომისის პოვნა პირველი ნაბიჯია, მაგრამ ხელშეკრულების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი შესრულება იქნება. ორივეს – „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას აქვთ პასუხიმგებლობა, რომ შეასრულონ ეს შეთანხება ქაღალდზეც და არსებითადაც, რომ აღადგინონ პოლიტიკური ნდობა.

მანამდეც არაერთხელ ვთქვი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზას და გადავიდეს ძლიერი და აყვავებული ქვეყნის აშენებაზე. ეს წაიყვანს ქვეყანას ამ მიმართულებით, თუმცა აშშ, მათ შორის კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებინ ამ პროცესს“, – ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

1tv.ge