უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი პროვოკაციებიდან პარტნიორობაზე უნდა გადავიდეს

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები უკრაინასთან საზღვარზე. ამის შესახებ მინისტრმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ.

„ჩვენ ახლა მჭიდროდ ვუჭერთ მხარს ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს. მოსკოვი პროვოკაციებიდან პარტნიორობაზე უნდა გადავიდეს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვებს არ ექვემდებარება. ამის შესახებ მკაფიოდ ითქვა დიმიტრი კულებასთან საუბრისას“, - განაცხადა მაასმა.

interpressnews.ge