პოლიტიკა
რას მოუყვება ხიდირბეგიშვილი აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში

     ექსკლუზიური ინტერვიუ “საქინფორმი”-ს მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

- ბატონო არნო, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ექვსთვიან დაპირისპირებაში გარღვევა მოხდა? "ქართულმა ოცნება" ხელი მოაწერა ნიელსონის 5-პუნქტიან გეგმაზე, ასაც ოპოზიცია მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს - ირაკლი კობახიძეზე, რომელიც აშშ–ში ვიზიტად იმყოფებოდა.

- მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ, მაშ, ასე: ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი თბილისში ქართველი ტუზემცების დასაშოშმინებლად ჩამოფრინდა, მაგრამ ოპოზიციას უწინდებურად არ სურს პარლამენტში შესვლა და მიტინგებზე ცეკვავს, დროშებს შუბებივით არხევს! ნანახით გაოგნებული მიშელი უკან მიფრინავს და აგზავნის თავის ცენტურიონს - კრისტიან დანიელსონს, რომელიც მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ნაცვლად, 5-პუნქტიან შეთანხმებას წერს, ამბიციური სათაურით – "საქართველოს მომავლის გზა". ანუ შვედმა დიპლომატმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ყველაფერი, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა შეიმუშავეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და მიუთითა გზაზე, რომლითაც რუსთაველის უძველესმა სამშობლომ უნდა იაროს. დიახ, ევროპული კულტურა გულისხმობს ნებისმიერი კულტურის პატივისცემას, თუნდაც ეს ველური ტომები იყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე დემოკრატიას არ ეხება! სწორედ ამიტომ, საქართველოში, ფასილიტატორ-შუამავლების გარდა, რომლებიც უაზრო მედიტაციით იყვნენ დაკავებული, ხეირიანად არავინ არაფერი იცის ამ შეთანხმების შესახებ - ავტორების აზრით, ეს სულაც არ არის საჭირო.

არადა ამ შეთანხმების 5 პუნქტი ეხება მართლაც მნიშვნელოვან საკითხებს - საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებს, ძალაუფლების განაწილებას პარლამენტში და მომავალ არჩევნებს. ამ ყველაფერს აზრი ექნებოდა, საქართველო რომ ევროპული დემოკრატია ყოფილიყო. მაგრამ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული ქვეყანა და ნაკლებ სავარაუდოა, იყოს უახლოეს მომავალში, ისი იმედიც ევროპელ კურატორებს აქვთ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურები დაკომპლექტებულია სააკაშვილის მიერ აღზრდილი კადრებით - საქართველოში არაფრის რეფორმირების სურვილი არ არსებობს. ნეპოტიზმი საკადრო პოლიტიკის ერთადერთ კრიტერიუმად რჩება და რაც უფრო დაბალია ინტელექტი და მორალური თვისებები კადრების შერჩევისას, მით უკეთესი - უკულტუროთა მართვა ადვილია! მოსახლეობასთან კომუნიკაცია საერთოდ არ არსებობს, სამთავრობო სტრუქტურები არ პასუხობენ მედიის ოფიციალურ მიმართვებზეც კი, ღარაფერი რომ ვთქვათ მოქალაქეთა წერილებზე, ჩინოვნიკთა ტელეფონებ გასაიდუმლოებულია - რა რეფორმაზე შეიძლება საუბარი?!

დიახ, საქართველოში დღეს თითქმის ყველა თავისუფლებაა - სიტყვისა და პრესის თავისუფლება, შეკრებისა და გაფიცვის, საქართველოში აღარ არის სისტემური დანაშაულები - მასობრივი წამება და მკვლელობა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს, ანუ უზრუნველყოფილია სიცოცხლის უფლება და სინდისის თავისუფლება. მაგრამ საქართველოში დღემდე არ არის რეალიზებული ადამიანის სხვა საბაზო უფლებები - შრომის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება. ამიტომ ვამზადებ ვრცელ წერილს აშშ–სა და ევროკავშირის ელჩების სახელზე - კელი დეგნანისა და კარლ ჰერცელი, სადაც კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, აწვრილებით გავაანალიზებ მიმდინარე ვითარებას, რათა უკეთ იცოდნენ, თუ ქვეყანაში მუშაობენ.

   მსგავსი წერილები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უწინაც მივწერე დასავლელ ელჩებს, მაგალითად, აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს, რომელმაც დამიცვა სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიებისგან. ჯონ ბასმა სხვაგვარად შეხედა მიმდინარე პროცესებს, ძირითადად, ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, და საქართველო დატოვა არა როგორც სააკაშვილის ძალაუფლების მომხრემ, რაც ვიწრო წრეებში კარგად არის ცნობილი. ხოლო აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა გამგზავრებამდე მეგობრული საუბრისთვის მიმიწვია, რომლის დროსაც ძალიან გულწრფელი ვიყავი. უფრო მოგვიანებით, ორი ამერიკელი დიპლომატი - რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივანი ბენედიკტ ვულფი და რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რუსეთის საგარეო პოლიტიკის სექციის ხელმძვანელი ერიკ გრინი - დაინტერესდა ჩემი ანალიზით სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ ვითარებასა და ამ პროცესების გავლენაზე საქართველო – ამერიკის ურთიერთობებზე.

   ახლა გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე: ოპოზიცია არ მოაწერს ხელს დანიელსონის ხელშეკრულებას პირველ ვარიანტს, რომელიც „ოცნებამ“ მოაწერა და რომელიც არ შეიცავს პუნქტებს ხელახალი არჩევნებისა და „პოლიტპატიმართა“ მელიას და რურუას გათავისუფლების შესახებ. „ოცნება“ კი არ მოაწერს შეთანხმების მეორე - მოდიფიცირებულ ვარიანტს. ისევ ჩიხი! ასე რომ, ჯერჯერობით რაიმე “გარღვევაზე” საუბარი ზედმეტია.

- შემდეგი კითხვა საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას ეხება. პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა დატოვა ქართული ოცნება და გააცხადა, რომ ააშენებს ახალ პარტიას ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. მათი წასვლის შემდეგ, ქართულ ოცნებას პარლამენტში 84 მანდატი დარჩა. როგორ აფასებთ მათ "მესამე ძალად" ქცევის შანსებს, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას განაცხად?

- ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დეპუტატი ეყოლება უმრავლესობას, მთავარია რამდენი იქნება დარბაზში! მათი რიცხვი კი თანდათან იზრდება. რაც შეეხება ფრაქციას, რომლის შექმნისთვის მინიმუმ ექვსი დეპუტატია საჭირო: ჯერჯერობით ვხედავ მხოლოდ ექვს, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ დეპუტატს, რომლებიც სხდომათა დარბაზში უმრავლესობისგან შორს გადაჯნენ, თუმცა სამი მათგანი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმის გამო აირჩიეს, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდნენ, სამი კი საერთოდ ავტომატურად გავიდა პარლამენტში - "ქართული ოცნების" პარტიული სიით. დავაზუსტებ: გიორგი ხოჯევანიშვილი იყო შიდა ქართლის გუბერნატორი, სანამ იგი გორი-კასპის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატად აირჩიეს; ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად არის აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, არის მცხეთა-დუშეთი-თიანეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. სანამ გუბერნატორები გახდებოდნენ, ისინი იყვნენ სუს–ისა და შსს–ს ხელმძღვანელი პირები. გახარიას გუნდშია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ საბანაძეც, ასევე სუს–ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე. რაც შეეხება სიით არჩეულებს, ისინი თანამდებობებს იკავებდნენ გიორგი გახარიას მთავრობაში: ანა ბუჩუკური იყო პრემიერ–მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი – პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო მიხეილ დაუშვილი – ბიზნეს–ომბუდსმენი.

ამ დროისთვის ვიცით, რომ გახარიას მომავალი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის და გორის მერების თანამდებობებისთვის იბრძოლებს, მეტი არაფერი. მათი პარტიული პროგრამა შეიძლება პირწმინდად ფიქტიური იყოს, როგორც საქართველოში ყველა პარტიის, და მაშინ ეს იქნება კიდევ ერთი პირწმინდად ქართული პარტია, რომელიც სიტუაციურ გადაწყვეტილებებს კლანური პრინციპით მიიღებს, ქართულ მენტალიტეტთან სრულ შესაბამისობაში, რასა ასი ნიელსონიც ვერ შეცვლის! დიდი ალბათობით, ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელისუფლების შერიგებას ოპოზიციასთან, ”ქართველ საზოგადოებაში განხეთქილების დასაძლევად”, აც გახარიამ დააანონსა მისი გადადგომის დღეს. რა დასახელებაც არ უნდა აირჩიონ, ეს იქნება ულტრა-პროდასავლური პარტია მკვეთრი ევროატლანტიკური კურსით.

   იგივე ტაქტიკა აირჩია აწ განსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ 2000 წელს, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირსა“ და სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბოლომდე ლავირებით. მაგრამ ჟვანიას გზა ხანმოკლე აღმოჩნდა: მუშტაიდან, მის მიერ დაარსებულ "მწვანეთა პარტიიდან”, დიდებას ფანტეონამდე, სადაც ყოფილი პრემიერი განისვენებს თანამებრძოლთაგან დავიწყებული… ჟვანია მსხვერპლა მანკიერ საკადრო პოლიტიკას, ომელზე მე უკვე ვისაუბრე. „ვარდების რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ყველა საქმისა და პირადად ისთვის თავდადებული პროფესიონალი გადაგდებული აღმოჩნდა და სტრუქტურები დაკომპლექტებული იქნენ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი უპრინციპო და ზნეო, უბიოგრაფიო და უინტელექტო უვიცებით, რომლებმაც გაანადგურეს ყველა, ვისაც თავისი თვისებებით შეეძლო კონკურენცია გაწი მათთვის! ამიტომაც ზეიმობდნენ, როდესაც განისვენა ჟვანია, რომელმაც იცოდა სიმართლე მის მიერ გაზრდილ ნაძირალებზე! დღესაც დაახლოებით იგივე გრძელდება, რადგან ისინი დღესაც ქვეყნის მბრძანებლები არიან! სწორედ ამას მოვუყვები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რომლებსაც გიორგი გახარია გასული კვირის ბოლოს ეწვია.

- როგორია თქვენი პროგნოზი - პარლამენტი გაივსება ოპოზიციით, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყურად იღებს აშშ- და ევროკავშირის რეკომენდაციებს და "ქართული ოცნება" 2024 წლამდე ქვეყნის სათავეში იქნება? თუ შესაძლებელია სხვა ვარიანტები?

- ბევრი ვარიანტია. თუ ნახევარი წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მმართველი პარტია ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ მომავალ 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება - ეს არის გუშინდელი ნოუ-ხაუ, ე.წ. ჩამკეტი. ან გახარია კიდევ 9 დეპუტატს გადაიბირებს, რის შედეგადაც მმართველი პარტია უმრავლესობას დაკარგავს, პარლამენრი კოალიციურ მთავრობას არ დაამტკოცებს, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. გამორიცხული არ არის, თბილისის მერმა კახი კალაძემ, რომელსაც პარლამენტში 15 მეგობარი - დეპუტატი ჰყავს, დატოვოს „ქართული ოცნება“, მათ კი – საპარლამენტო უმრავლესობა, შედეგად - იგივე მოხდება, სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. გახარია და/ან კალაძე თავიანთ მომხრეებს გადაიყვანენ უმრავლესობიდან - ოპოზიციაში, რომელიც მოახდენს ღარიბაშვილის მთავრობის გადაყენების ინიცირებას, და ა.შ. ბევრი სიურპრიზი შეიძლება გველოდეს!

თუმცა, ვინც ყურადღებით უსმენდა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს, იცის, რომ საქართველოში მოულოდნელად არაფერი ხდება. გავიხსენოთ ივანიშვილის გზავნილები საკადრო პოლიტიკის შესახებ, როდესაც ივანიშვილმა განაცხად, რომ საქართველოში ნეპოტიზმისა და როტექციონიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია, მეტ-ნაკლებად, ისინი ყოველთვის არსებებს ქართული ხასიათიდან გამომდინარე! განა ასე არ არის?! ყველამ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ყველა კავკასიელი, ყოველთვის უპირატესობას მიანიჭებენ შინაურს - ახლობლებს, მოყვრებს, ნათესავებს, და არა პროფესიულ თვისებებს!

პოლიტიკიდან წასვლისას, ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" 2024 წლამდე არაფერი ემუქრება, თუ ისინი, ანუ მმართველი პარტიის ლიდერები, ერთმანეთს არ დაერევიან. არა, მათ არ უჩხუბიათ - უბრალოდ განახორციელეს ის, რასაც ივანიშვილის დროს ვაივაგლახით მალავდნენ - ერთმანეთის აუტანლობა! ამიტომ გასაკვირი როდია, რომ გახარია, კალაძე და სხვები საკუთარ თამაშს ითამაშებენ და ვერ იქნებიან კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძისა და თალაკვაძის გუნდური მოთამაშეები. თუმცა, თემატური ტანდემები დროთადრო დაშვებულია.

ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა
2021 წლის 19 აპრილი
საქართველო, თბილისი

შეთანხმება "საქართველოს მომავლის გზა"

1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება - ეს პუნქტი მხარეებს ავალდებულებდა, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, მოეხდინათ ინიცირება ამნისტიის შესახებ კანონის, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა - ამ პუნქტში ეწერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი აიწევდა ბუნებრივიდან 2%-მდე. ეს ნაწილი მოიცავდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის დაკომპლექტების წესებს და ადგილობრივ არჩევნებში შემდეგი პროპორციების დაცვას: „პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ“.

3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა - ამ პუნქტში ხაზგასმული იყო მრავალპარტიული ჩართულობის აუცილებლობა. „ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა“, - წერია დოკუმენტში. აქ იგულისხმებოდა მოსამართლეების დანიშვნის წესის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნის შეჩერება და განაცხადების თავიდან მიღება.

4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება - ამ ნაწილში გაწერილი იყო ძალების გადანაწილება პარტიებს შორის პარლამენტში. ოპოზიციური პარტიების წევრებს უნდა ჩაებარებინათ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა: საპროცედურო საკითხების, ადამიანის უფლებათა, იურიდიული, საბიუჯეტო და საგარეო საქმეთა კომიტეტები.

5. მომავალი არჩევნები - ეს ყველაზე მწვავე საკითხი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ეწერა ამ პუნქტში.