პოლიტიკა
თბილისში უკრაინის შსს-ის დელეგაცია იმყოფება

Sss3საქართველოს შსს-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში  ოფიციალური ვიზიტით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც მინისტრის მრჩეველი ლეონიდ ზიმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჰუცუ ბიდენკო, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი, მაიორი მიხეილ კუზნეცოვი და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი  რომან მიცაკი შედიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დელეგაციას  დეტალურად გააცნო მის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის  დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობასაც გაეცნო.

ამასთან, დელეგაცია შს მინისტრ მერაბიშვილსა და თბილისის მერ უგულავასთან ერთად დღეს ვარკეთილში პოლიციის განყოფილების ახალი  შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო.