პოლიტიკა
პოლიტეკონომია, თუ პოლიტეკოლოგია? - ხიდირბეგიშვილი ნამახვანჰესის თემას ეხმაურება

   ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები ბაიდენთან კი არა, ეკოლოგიასთან მაშინ წააგო, როცა პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გავიდა! შემთხვევითი როდია, რომ ბაიდენმა ინაგურაციიდან ერთ საათში, თავისი პირველი განკარგულებით, ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა და აშშ ხელშეკრულებაში დააბრუნა! მაშინ რომელიღაც ინტერვიუში ვთქვი, რომ პოლიტეკოლოგია პოლიტეკონომიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია...

   კი მაგრამ, რამდენიმე წლის წინ რატომ დაუპირისპირდაქართულ მარშს“ „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღეს თურქული კომპანიისენკასმიერ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ პროტესტს უდგას სათავეში? განა „ქართული მარში“ იმავეს არ მოითხოვდა - ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის და უკონტროლო მიგრაციის, განსაკუთრებით – თურქეთიდან, აკრძალვას? იქნებ, იმიტომ, რომ ჰესების აკრძალვა, როგორც ბუნებაზე ზრუნვა, საუკეთესო მეთოდია ხელისუფლებაში მოსვლისთვის?!

სააკაშვილი ხელისუფლებაში ხუდონჰესის აკრძალვით მოვიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ თვითონ აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო - აქაოდა, ხუდონი მაშინ რომ აგვეშენა, საქართველო დღეს სრულად ენერგოდამოუკიდებელი იქნებოდაო! მიუხედად ამისა, სააკაშვილს დღეს მეორედ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ მოსახლეობის გული ჯერ პანკისში ხადორიჰესის აკრძალვით, მერე რაჭა-ლეჩხუმში ონიჰესის, ზემო სვანეთში ჭალაჰესის, ისევ უდონჰესის ენგურზე, დღეს კი რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის აკრძალვით ცდილობს!

მაგრამოცნებისმუნჯ მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაკარგულ მთავრობას არ შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ გამოაქვეყნოს საერთაშორისო ეკოლოგებისა და ეკონომისტების დასკვნები (თუ ასეთი არსებობს) - რას მოგვცემს ეს ჰესები, როგორ, რა თანხებში აისახება კონკრეტულად თითეული ოჯახის კეთილდღეობაზე, და რის საფასურად! ვაქცინაციას, ანუ საქართველოს მოსახლეობაზე ცდებს, საქმე რომ შეეეხო, ხომ კარგად დათვალეს, რომ მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე დანაკარგის?! მიუხედავად იმისა, რომ საქმე ცოცხალ ადამიანებს ეხებოდა, და არა კილოვატებს?! მიწა რომ დაიძრა ვაშლიჯვარში, გერმანელი სპეციალისტები ხომ კარგად ჩამოიყვანეს და რეკომენდაციებიც შეასრულეთ, ხალხიც დაწყნარდა და „ნაცებს“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ! რატომ არ შეიძლება ჰესების შემთხვევაშიც მიაწოდოს ხალხს მეტი ინფორმაცია, რომ მიხვდეთ - პოლიტეკონომიასთან გვაქვს საქმე, თუ პოლიტეკოლოგიასთან?!

ხოლო ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უწყობს პროვოკაციებს...

საქინფორმი“- მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 16 აპრილი
საქართველო, თბილისი