მოგეხსენებათ, რუსეთმა შეწყვიტა ფრენები თურქეთში, რადგან თურქეთში ყოველდღიურად 60 ათასამდე ინფიცირებული ადამიანია. თურქეთს ვერ უშველა ჩინურმა ვაქცინამ, რომლითაც პრეზიდენტი ერდოღანი პირდაპირ ეთერში აიცრა და რომელიც საქართველოში შემოიტანეს!
შედეგად, 533 200 რუსმა ტურისტმა, რომლებიც თურქეთში დასვენებას გეგმავდნენ, გააუქმეს სასტუმროს ჯავშნები და დააბრუნეს ავიაბილეთები, მგზავრობის საერთო ძირითადი ღირებულება 354 600 000 მილიონი ევროა + დამატებითი ხარჯების 20%.
რატომ ჯერაც არ დახურა საქართველომ თურქეთთან საზღვარი? განა შარშან საქართველოს სწორედ ამის გამო არ ეძგერა პანდემიის პირველი ტალღა, რომელიც ბათუმის კლასტერით დაიწყო?!
საქართველო-თურქეთის საზღვრის დახურვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: საქართველოში თითოეული რუსი ტურისტი საშუალოდ ხარჯავს მინიმუმ 1 000 აშშ დოლარს. გავამრავლოთ 533 200 ტურისტზე, რომლებიც ამ ზაფხულს არ გაფრინდებიან თურქეთში და მივიღებთ 533 200 000 დოლას + 20%.
ეს ძალიან დიდი თანხაა საქართველოს ეკონომიკისთვის და თუ პირდაპირი ავიამიმოსვლა გაიხსნება რუსეთსა და საქართველოს შორის, ორჯერ მეტი რუსი ტურისტი ჩამოფრინდება საქართველოში ზაფხულის არდადეგების გასატარებლად!
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად, თურქეთთან საზღვრის დახურვის გარდა, საკმარისია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვას რუს ტურისტებს საქართველოში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ენდობიან.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 16 აპრილი
საქართველო, თბილისი