პოლიტიკა
როგორც პრეზიდენტმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს გაცილების ცერემონიაზე განაცხადა, „მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ლიტვა საქართველოს დიდი მოკავშირეა“.
„ჩვენს ხალხებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები დამყარდა. ლიტვის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში ნათელი დადასტურებაა ამ თბილი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა. მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, რადგან მას შემდეგ, რაც მან ეს პოსტი დაიკავა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, განსაკუთრებით, ევროკავშირსა და ნატოში, ლიტვა, როგორც არასდროს, ხმალამოღებული იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იყოს და ქვეყანამ ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა გააგრძელოს. როცა ჩვენ რამე გვსურს, პირველ რიგში, ჩვენ გვერდით არიან ლიტველები და ეს ქალბატონი პრეზიდენტის პირადი დამსახურებაა. ამიტომ მას ამ ყველაფრისთვის მადლობა პირადად ვუთხარი“, – განაცხადა სააკაშვილმა.ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველო უკვე დატოვა. გამგზავრებამდე მან ქართველ კოლეგასთან ერთად ძველ თბილისში გაისეირნა.