საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 გამოჯანმრთელდა, 3 901 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 338 პირი.
ამასთან, 13 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.