საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულთათვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან ოკუპირებული რეგიონებიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირები 5 დღიან კარანტინს აღარ გაივლიან და მათ მხოლოდ ანტიგენის ტესტით შეამოწმებენ.

ამასთან, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთ საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, ისინი გადმოსვლას უკვე ტესტირების გარეშე შეძლებენ.

გადაწყვეტილებას წინ ერთი კვირის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს 4 მოქალაქე დახრჩობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის დაწესებული საკარანტინო რეჟიმისთვის ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკა უძღვოდა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ენგურის გამშვები პუნქტი 2020 წლის თებერვლის ბოლოს ჩაკეტა. სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გამო დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტილი აქვს ოკუპირებულ ცხინვალსაც.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან ჯერ 8, ხოლო 2021 წლის 11 თებერვალს 5 დღემდე შეამცირა.