საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 524 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 078, „პისიარ“ ტესტით – 9 446.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,66%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო შვიდი დღის – 2,58%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 290 129 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 251 გამოჯანმრთელდა, 3 894 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 205, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 323 პირი.
ამასთან, 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.