სამართალი
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
მოსამართლემ ნიკა მელიას მიმართა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია, რის გამოც, მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მოჰყვა შეძახილები – „მონა“.
სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.