აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მარტში

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3%-ით შემცირდა და 2 773.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით გაიზარდა ექსპორტი და 821.1 მლნ. აშშ გახდა, იმპორტმა კი – 2.4%-ით იკლო და 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.