უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვრებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ”ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან გადააადგილა, რაც რუსული ჯარის ყველაზე დიდი მასობრივი შეკრებაა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო მობილიზაცია უნდა შეწყვიტოს.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია უკრაინასა და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია ,“- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

interpressnews.ge