სამართალი
ვასილ სანოძე მკურნალობას ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობს

israel_clinicშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ღუდუშაურის კლინიკიდან  წუხელ, გვიან ღამით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ისრაელში გადააფრინეს. არსებული ინფორმაციით, ისრაელში მკურნალობის გაგრძელება სანოძის ოჯახის გადაწყვეტილება იყო.

ღუდუშაურის კლინიკასთან წუხელ უამრავი ავტომანქანა იყო მობილიზებული, აეროპორტის გზაზე გადაადგილებისას კი მოძრაობა შეფერხდა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა და თავის არეში დაიჭრა. მას სასწრაფო ოპერაცია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა. სანოძე კლინიკაში გუშინ დილით მიიყვანეს. დაახლოებით, დილის 04.00 საათამდე კი, არსებული ინფორმაციით, ის რესტორან „პურის სახლში“ იმყოფებოდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში დატოვა. სუფრასთან რამდენიმე ადამიანი იყო, მათ შორის – ფრანგი სტუმრებიც. ვასილ სანოძესთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსიებიც ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მან თვითმკვლელობა სცადა.