პოლიტიკა
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძე შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრების(Think Tank) ხელმძღვანელებს.
ბოლო ხანს აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი წარმოადგენელი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და მმართველი და ოპოზიციური პარტიების უშედეგო მოლაპარაკების გამო.