პოლიტიკა
თბილისი მერი საზღვარგარეთ გაემგზავრა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე უცხოეთში იმყოფება – ამის შესახებ კალაძემ “ფეისბუქ ლაივისას” თავად განაცხადა.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კალაძე უცხოეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად გაემგზავრა.

როდის დაბრუნდება მერი ან რომელ ქვეყანაში იმყოფება, მერიაში არ აკონკრეტებენ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.