აქტუალური
აპრილში ინფლაციამ 13,5% შეადგინა

inflacia3332011 წლის აპრილში ინფლაციის წლიურმა დონემ საქართველოში 13,5% შეადგინა. 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 28,6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 11,8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 70,6%, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 36,4 %, ზეთსა და ცხიმზე – 34,5%, პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8 %, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3%.

8,7%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა საწვავზე – 21,7 %.

2011 წლის აპრილში, 2010 წლის აპრილთან შედარებით, ფასების 10,2%-იანი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

2011 წლის აპრილში, ამავე წლის მარტთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, გასული წლის ივლისის შემდეგ ეს არის ფასების კლების პირველი შემთხვევა.