სამართალი
მთიანი ყარაბაღის თემაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის მოსმენა 12 აპრილს გაიმართება

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის თემაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის მოსმენა გაიმართება.

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“ - ეს არის საკითხი, რომლის თაობაზეც დეპუტატები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, დაიხურება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 12 აპრილს, 12:00 საათისთვის დაინიშნა.