პოლიტიკა
როდესაც „საერთო მტრის“ წინააღმდეგ ბრძოლა სამშობლოზე, ღირსებასა და პატივზე მაღლა დგას! - საქართველო ელჩს უკრაინაში აბრუნებს (საქინფორმი)

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლიდან უკრაინის ხელისუფლება თავისთან მალავს - არ გადასცემ საქართველო - დამნაშავე სააკაშვილს, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა ეძებს, როგორც ბრალდებულს რიგი განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებში და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთამისჯილს. და არა მხოლოდ მალავს - არამედ ნიშნავს სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე, რაც სახეში შეფურთხებას ნიშნავს საქართველოს, ქართველ ხალხ და ხელისუფლებთვის, კაცობრიობისთვის, რომლის წინააღმდეგაც ის დანაშაულს სჩადიოდა 2008 წლის აგვისტოში და თავისი პრეზიდენტობის 9 წლის მანძილზე! უფრო მეტიც, ბოლო 8 წლის განმავლობაში, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა უკრაინა აქცია საქართველოს კანონიერი მთავრობის დასამხობ პლაცდარმად, კიევში უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსების კონცენტრირებით!

11 თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის დამხობაც სააკაშვილს სურდა, ბოლოს და ბოლოს გაიხსენა ღირსება და სწორი ნაბიჯი გადადგა - გაიწვია საქართველოს ელჩი უკრაინიდან. დღეს კი, სტრასბურგისა და ვაშინგტონის უკმაყოფილების შემდეგ, მის იქ დაბრუნება დააპირა, "საერთო მტრის" - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე სამშობლო, საქართველოსა და ქართველი ხალხნის ღირსება!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

არ მინდა, სიტყვა დავასრულო დღეს 9 აპრილით, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებლობის გამყარების დღე. არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყების სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, თეიმურაზ შარაშენიძის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

„გიდასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ იგი გამოწვეული იყო დედაქალაქში კონსულტაციებზე. დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, ისევე როგორც, ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგი, ის საერთო გამოწვევები, რაც გვაქვს უკრაინას და საქართველოს, ასევე ზოგადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ბუნებრივია, მოითხოვს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ადგილზე ყოფნას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იგი (თეიმურაზ შარაშენიძე) დაბრუნდეს კიევში ახლო მომავალში იქნება მიღებული. ამ ეტაპზე ელჩის გამოცვლის საკითხი არ დგას და კიევში დაბრუნდება მოქმედი ელჩი“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.