პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „როდიონოვის ღამე“, „გავრილოვის ღამე“, „პოზნერის ღამე“, ანუ პარიზელი ქალის თბილისური ღამეები

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ”დაძაბული ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ტრადიციულ გამოსვლას პარლამენტში - მინდოდა სალომე ზურაბიშვილისგან მომესმინა თუნდაც ერთი სიტყვა 24 წუთის განმავლობაში, რომელიც სარგებელს მოუტანდა ქართველ ხალხს, საქართველოს ან მის ხელისუფლებას. ამაოდ, გარდა თვალთმაქცობისა და დემოკრატიულობით შენიღბული პოლიტკეკლუცობისა, არაფერი მოგვისმენია! ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდა ქართული გვარისა, ქართველებთან არაფერი აკავშირებს - 2021 წლის 9 აპრილს გი ისევე შორს იყო ქართველი ხალხისგან, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, "როდიონოვის ღამს"...

სიმართლის თქმის ნაცვლად, ზურაბიშვილმა, რაკიღა იცოდა, რომ არაფერი ემუქრებოდა მმართველი გუნდისგან (რომელმაც იგი ვაივაგლახით გაათრია პრეზიდენტის სავარძელში მეორე ტურში), გააკრიტიკა ხელისუფლება, ათა იაფფასიანი ქულებდაგროვებინპარლამენტ არშესული ოპოზიციის თვალში - აქაოდა, მე "ეთილი ბებო" ვარ ორივე მხარის - ხელისუფლებისდა ოპოზიციისთვისაც, აი ასეთი დემოკრატი ვარ, ტყუილად როდი ვარ პარიზელიო!

მაგრამ მოწოდებამ ხელისუფლებისადმი - დაარღვიოს კანონი და დაუთმოს ოპოზიციას, ფრანგი თანამემამულის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ ივ ჟან გილენ მიშელი დასაკმაყოფილებლად - ქალბატონ პრეზიდენტს პოპულარობა ვერ შესძინა ოპოზიციის თვალში, რომელიც მას სერიოზულად არ აღიქვამს. იმავეს ფიქრობდნენ მასზე დარბაზში მსხდომი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, თუმცა – მდუმარედ. ღმერთო, რატომ უნდა ამაყობდნენ რუსები, აზერბაიჯანელები და სხვები თავიანთი პრეზიდენტებით, ჩვენ კი, ქართველებმა, დღეები უნდა ვითვალოთ, სანამ ეს მშვენიერი პარიზელი ქალი არ დატოვებს ორბელიანების სასახლეს, რომლის წინაგასულ კვირას უსახლკარო ძაღლების გამოფენაგაყიდვა მოაწყო, რომელშიც თავადაც მონაწილეობა?!”,- აი რას ფიქრობდნენ სალომეზე დარბაზში მყოფი ხელისუფლება და პარლამენტის წინ კარვებში მჯდომი ოპოზიცია.

ზურაბიშვილმა ასევე მოახდინა იმის დემონსტირება, რომ შეიძლება პარიზში მოხუცდე, მაგრამ პროვინციელი დარჩე. საპარლამენტო ტრიბუნიდან პროვოკაციული რუსოფობიული განცხადებების გაკეთება, აზეც დიდი ხანია ხელი აიღო სააკაშვილმაც კი, ხელისუფლებ დადანაშაულება, რომ მან ჯერგავრილოვი, შემდეგ კი პოზნერი შეუშვა ქვეყანაში, არის გასული საუკუნის პროვინციული შავრაზმული ნაციონალ–შოვინიზმის მაგალითი, ისი მოსმენაუცნაურია ადამიანისგან, ვინც მთელი თავისი ცხოვრება გალია პარიზში, მარსელიეზისადა საფრანგეთის დიდი რევოლუციის სამშობლოში! რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია!” - ოფიციალურგანცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, და პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ასე ჩაიშალა საქართველოში 2019 წლის ტურისტული სეზონი, რადგან საქართველოში ძირითადი ტურისტები რუსები არიან, შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დარჩა შემოსავლის გარეშე ... და დღეს, პოზნერის ღამისშემდეგ, როდესაც ქართული ეკონომიკა დეფოლტის ზღვარზეა, საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან კვლავ უწოდებს რუსეთს საქართველოს მთავარ მტერს!

... ვერ ვიხსენებ პრეზიდენტებს, ზურაბიშვილის, ფაშინიანისა და ზელენსკის გარდა, რომლებიც სულელური რუსოფობიით ვნებდნენ თავიანთ ქვეყანას! ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მადამ ზურაბიშვილს არ აქვს ფაშინიანისა და ზელენსკისნაირი უფლებამოსილებანი და ნამდვილად არ არის რუსოფობი, უბრალოდ კეკლუცობს!”, - წერს „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook– გვერდზე.