საზოგადოება
თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე სერგო კოტრიკაძე 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
74 წლის ლეგენდარული მეკარე, რომელიც შვედეთში „ლენარტ იუჰანსონის თასზე“ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებს მეკარეების მწვრთნელის რანგში ახლდა, გულის შეტევით დაიღუპა.„დინამოს“ რიგებში 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მომგებს თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.
საქინფორმი მწუხარებას გამოთქვამს სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.