საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, სალომე ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლა პრემიერთან კონტაქტს უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.