საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 6 აპრილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

პრემიერი Facebook-ზე წერს რომ, იგი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაშია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.