საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 6 აპრილის განცხადებით, შეიქმნა განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც თავად პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან – მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
ამავე ინფორმაციით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საბჭომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.