აქტუალური
სსფ-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 3.5 პროცენტამდე შეამცირა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე შეამცირა.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5.8 პროცენტი იქნება, 2023 წელს კი 5.5-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზსს, წელს ხელისუფლება ქვეყნის 4.3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.