აქტუალური
რეგიონში არსებულ შესაბამის პოტენციალზე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თელავში მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომლის ინფორმაციით, „რეგიონის განვითარების მიზნით მსოფლიო ბანკთან მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს“.
ამასთან, სამომავლო პროექტების გარდა, მთავრობის სხდომაზე კახეთის რეგიონისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებაც იმსჯელეს – პრემიერმა კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის, სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაშვილის ანგარიშები მოისმინა.