უცხოეთი
„ბიბისის“ ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ბავშვებსა და მოზარდებში გამოცდა შეჩერდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ოქსფორდის უნივერსიტეტმა „ასტრაზენეკასთან“ ერთად შემუშავებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებსა და მოზარდებში გამოცდა შეაჩერა. შესაბამის ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდრიუ პოლარდმა მედიასაშუალებას განუცხადა, ცდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა, თუმცა მეცნიერები დამატებით ინფორმაციას ელოდებიან ზრდასრულებში თრომბოზთან დაკავშირებული იშვიათი შემთხვევების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ პედიატრიულ კლინიკურ ცდებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ დამდგარა, ცდებისას ვაქცინის გაკეთების გაგრძელებამდე, ჩვენ ველოდებით ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებლისგან (MHRA) დამატებით ინფორმაციას ზრდასრულებში აღრიცხული თრომბოზის/თრომბოციტოპენიის იშვიათი შემთხვევების შესწავლის შესახებ“, – განაცხადა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის კლინიკური ცდები 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში თებერვალში დაიწყო.

1tv.ge