უცხოეთი
მედია - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას ვლადიმერ პუტინის გარეშე განიხილავენ

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა, მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართონ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა ZN.UA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა დონბასში ვითარების გამწვავება და ამ მხრივ მხარეთა პოზიციების კოორდინაცია იქნება.

სამი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 30 მარტს ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სტაბილიზაციის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდეს.

interpressnews.ge