უცხოეთი
საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 41 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 179 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 2 182 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, თურქეთის მთავრობა უქმეებზე მკაცრი კარანტინის დაწესებას ისევ აპირებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 32 263 ადამიანი.
1tv.ge