საზოგადოება
ქართველ საზოგადოებას პირველად ექნება საშუალება, არა მარტო იხილოს ლიტვური კინო, არამედ უშუალოდ შეხვდეს მის შემქმნელებსაც. პროგრამაში წარმოდგენილია, ასევე, ბოლო პერიოდის ლიტვური კინოს წამყვანი რეჟისორის, დამოუკიდებელი არტ ჰაუზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის – შარუნას ბარტასის ფილმები. ასევე, ნაჩვენები იქნება არუნას მატელისის დოკუმენტური ფილმი „დედამიწაზე დაბრუნებამდე“ („Before Flying Back to Earth“) და კრისტინა ბუოჟიტეს მხატვრული ფილმი „კოლექციონერი“ („The Collectress“), სხვა ცნობილი ლიტველი კინორეჟისორების – რაიმუნდა ბანიონისის, ტომას დონელას, ვიტაუტას ლანდსბერგისის, ემილის ველივისისა და სხვათა შემოქმედება.
ლიტვური ფილმების ფესტივალი თბილისში ლიტვური კინოს მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიწყო.