საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, „პისიარ“ ტესტით – 7 390.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19% ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო შვიდი დღის – 1,6%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 145 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 899 გამოჯანმრთელდა, 3 773 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 263, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 624 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 214 პირი.
ამასთან, 29 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.