საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ჩინეთის წამყვან ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი კორონავირუსზე 30 მლნ ადამიანის აცრას გახდის შესაძლებელს.
ჩინეთში რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს 60 მილიონზე მეტი დოზა დამზადდება, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.
რუსული ვაქცინის წარმოების დაწყება ჩინეთში მაისში იგეგმება.
„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანია Shenzhen Yuanxing Gene-tech Co მსოფლიოში პირველ რეგისტრირებულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს წარმოებაზე შეთანხმდნენ“, – განაცხადეს ფონდში.
წარმოებული მოცულობა 30 მილიონი ადამიანის ვაქცინირებას გახდის შესაძლებელს.
ამ დროისათვის ვაქცინა „სპუტნიკ V“ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული. ხოლო Shenzhen Yuanxing Gene-tech-თან პარტნიორობა, ფონდის დირექტორის კირილ დმიტრიევის თქმით, რუსული პრეპარატის დამატებითი მოცულობების გამოშვებას გახდის შესაძლებელს, რომელზე მოთხოვნაც მთელ მსოფლიოში იზრდება.
sputnik-georgia.com