მეგობრებო და არამეგობრებო! გუშინდელ პუბლიკაციაში ვცადე ამეხსნა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რუსულ ვაქცინაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პატრიოტიზმთან და არ შეესაბამება დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებს. პუბლიკაციაში აღვნიშნე, რომ ეს გაუგებარი აკრძალვა არ ეკადრება ქვეყანას, რომელსაც ნატოს და ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რადგანაც საშიშია საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლისთვის! სამი ანგაჟირებული „მუშკეტერიდან“ მინიმუმ ორი სუს–ში უნდა დაიკითხოს წელიწად–ნახევრის განმავლობაში წინააღმდეგობრივი, ცრუ და განზრახ დილეტანტური ინფორმაციის გავრცელების გამო, რომელმაც მოსახლეობაში განუკითხობა და პანიკა გამოიწვია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ - ვინ დგას მათ უკან, ვინ იყო ამ ინფორმაციის შემკვეთი და რამდენს უხდიდა ჰიპოკრატეს ფიცგამყიდველ ქართული მედიცინის დირექტორებს!
ხაზს ვუსვამ - მე არცერთი ვაქცინის მომხრე არ ვარ, არც რუსულის, არც ჩინურის, არც ამერიკულისა და არც ევროპულის. პუბლიკაციაში შემოგთავაზეთ ელემენტარული ლოგიკის და არითმეტიკის გაკვეთილები, რათა არცერთი თქვენგანი, გაურჩევლად სექსისა და პოლიტიკური ორიენტაციის, არ გახდეთ პროპაგანდისა და აგიტაციის სხვერპლი - არც რუსულის და არც დასავლურის. ყბრალოდ დავაბალანსე ზემოხსენებული „დირექტორების“ გადახრა დასავლური ვაცინის მხრივ, იმიტომ, რომ გადახრები პოლიტმედიცინაში, არც სექსში, და არც არაფერში ვარგა - არც დასავლეთის, არც რუსეთის, და არც აღმოსავლეთისკენ! როგორ და რისთვის კეთდება პიარი და რეკლამა - საერთოდ, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - კარგად ვიცი.
ვიმეორებ - ზემონახსენები პუბლიკაცია არ დამიწერია რუსული ვაქცინის მხარდასაჭერად! მე პირადად არცერთი ვაქცინით აცრას არ ვაპირებ. უბრალოდ გაგაფრთხილეთ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ და აწი თქვენ თვითონ იფიქრეთ… ოღონდ - საკუთარი თავით, და არა დარგის მოსყიდული ვაი-ექსპერტებისა და მენეჯერების, თუნდაც - დიდი რეგალიებით! რეგალიები ხშირად რეალიებს აცდენილია, როგორც ბოლო დროს ზოგიერთ ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგის მაგალითზე დავრწმუნდით... "უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის". - შემთხვევით როდი განაცხადა პატრიარქმა გუშინდელ ქადაგებაში.
და ბოლოს, გავიმეორებ შეკითხვებს, რომელზეც პასუხს ვერ გამცემენ:
- რატომ შეიძლება მთელი საქართველოსთვის რუსული ხორბლის ყიდვა და ვაქცინის - არა?
- რატომ შეიძლება რუსული სასურსათო პროდუქტების და წამლების შემოტანა და ვაქცინის - არა?
- რატომ შეიძლება რუსი ტურისტების მიღება და ვაქცინის - არა?
- რატომ შეიძლება რუსეთიდან ფულადი გზავნილების მიღება და ვაქცინის - არა?
- რატომ შეიძლება რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი და იქიდან ვაქცინის იმპორტი - არა?
P.S.
სამხრეთკორეული „AstraZeneca“, მერე - გაურკვეველი წარმოშობის „Pfizer“-ი, ახლა ჩინურ „Sinopharm“=ს ველოდებით… ბატონებო, თუ ყველა, მსოფლიოში არსებული ვაქცინა საქართველოში ცოტ-ცოტა უნდა შემოიტანოთ, რომ ქართველ ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატაროთ (მათი მოქმედება შეადაროთ), სამი რუსულის შემოტანაც არ დაგავიწყდეთ!
„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 30 მარტი
საქართველო, თბილისი