საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 934 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, პისიარტესტით – 10 008.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 203 პირი.
ამასთან, 27 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი.