საზოგადოება
საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესახებ ბრიუსელში

evroparlament_briusel4-6 მაისს ბრიუსელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები «აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოში შრომითი კანონმდებლობისა და პროფკავშირების უფლებების მდგომარეობას განიხილავენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ ლომიძე ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავენ და საქართველოში დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და სოციალური დიალოგის მხრივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს.