პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა თანახმაა, მხოლოდ რუსული ვაქცინით აიცრას - არნო ხიდირბეგიშვილი

     მაიმუნის გენები, რომლითაც დამზადებულია საქართველოში შემოტანილი ვაქცინები, ადამიანს სააკაშვილად აქცევს!

   … გაზაფხულის ლეღმა დაჰკრა და საქართველოში არა მხოლოდ თოვლი, არამედ მოსახლეობაც დნება. ვინც უწამლოდ და უმუშევრად შიმშილსა და დაავადებ გადაურჩა, სამუშაოდ ევროპას მიაშურა. იქ ევრო იხდიან, ომელიც, დოლართან ერთად, მუდმივად აქვეითებს ლარს. სამაგიეროდ, ჰაერი გასუფთავდ, მაგრამ არა იმ ანდა შენგენის ქვეყნად გამგზავრებული ჩვენი ნათესავების გამო - საქართველოში დიდი ხნი წინ შეჩერებული მრეწველობის შემდეგ, მალე ავტომანქანებს გააჩერებენ, რადგან ლიტრი ბენზინი სამი პური ფასია! ძნელია აუხსნა ახალგაზრდებს, რომ სასტუმროების და ოფისების ადგილას უწინ ქარხნები და ფაბრიკები იდგნენ... სიმართლის თქმა მეც გამიჭირდა - არა იმიტომ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არის, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ზიანი არ მიაყენო. სააკაშვილის ოპოზიცია ხომ, რომელსაც 10 წლის წინ მოკვეთილი ყველა თავი ამოუვიდ, მხოლოდ ნეგატივით იკვებება! დღეს ერთ-ერთზე მოგიყვებით.

   "ვაქცინაციის სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე რისკები!" - გვარწმუნებენ ქართული მედიცინის მამები და დედები, აქაოდა, საქართველოში შემოტანილი ვაქცინების გვერდითი მოვლენების შედეგად ნაკლები ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსისგანო. უადგილო ხომ არაა ასეთი არითმეტიკა, როდესაც საქმე ადამიანებს ეხება?! განა საქართველო არ აშენებს დასავლურ დემოკრატიას ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად?! დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებაში კი პიროვნების, უმცირესობის, თითოეული ცალკე აღებული მოქალაქის უფლებები აღემატება სახელმწიფოს, ხალხის, ერის ინტერესებს! ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ახალციხელი ქართველი ექთნის ოჯახს არ აინტერესებს, რომ ვაქცინა იმაზე მეტ ადამიანს გადაარჩენს, ვიდრე მოკლავს! დიახ, საბჭოთა საზოგადოებაში პირიქით იყო - სახელმწიფოს ინტერესები აღემატებოდა ინდივიდისა და სოციალური ჯგუფების უფლებებს, სახელმწიფო ინტერესების გამო ნებადართული იყო მედიის თავისუფლების შეზღუდვაც კი, მაგრამ როგორ ავუხსნათ თანამედროვე ქართველ ახალგაზრდობას, რომ უალტერნატივოდ ევროატლანტიკური საქართველო საბჭოთა საზოგადოების პრინციპით ცხოვრობს?!

   პროგრესული ქართველი ახალგაზრდ, რომლის აზრი საქართველოში რამდენიმე წელიწადში, უდავოდ, გადამწყვეტი იქნება, არიან პრაგმატიკოსები და ეგზისტენციალისტები, რომლებიც არ აღიარებენ მასების წინაშე პასუხისმგებლობას, მოვალეობას მათთვის გაუგებარი იდეალების წინაშე და საზოგადოდ მიღებული აზრის მორჩილებას (რაც სსრკ-ში გაზრდილებს ახასიათებდა) . მათთვის ეკონომიკური კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი, მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა, რომელიც, უფროსების წყალობით, ეზიზღებათ, თუმცა აინტერესებთ ინდივიდის უფლებები. ქართველი ახალგაზრდბისთვის მართლმადიდებლობა და დიდ სამამულო ომში ერთიანობით მოპოვებული დიადი გამარჯვება არ წარმოადგენს რუსეთთან მეგობრობის არგუმენტს, ისევე როგორც დასავლური ღირებულებები და თავისუფლებები არ წარმოადგენს არგუმენტს დასავლეთთან პარტნიორობისთვის. მინიმუმი ემოცია და ტაბუ, მაქსიმუმი რეალიზმი და ეკონომიკური სარგებელიაი ახალგაზრდების კრედო!

   თუ მათ პრაგმატულ ლოგიკას მივყვებით, საქართველომ უნდა შეიძინოს რუსული ვაქცინა, რომლით აცრაზეც თანახმაა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობ. ეს არის კორონავირუსის დამარცხებისა და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა. არანაირი კეთილდღეობა არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად, რომელთაგან თითოეული უფლის მიერ შექმნილი უნიკალური სამყარო!, - გვასწავლიან დემოკრატიის და მართლმადიდებლობის მამები. მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, რაც რუსული ვაქცინა ტაბუდადებულია პოლიტიკური მოტივებით. საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, როგორც ქართველი პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, კოლიზიაშია ოკუპანტთ სახელმწიფოსთან.

მაგრამ რატომ შეიძლება რუსი ტურისტების მიღება საქართველოს კურორტებზე, ანუ ხელის შეწყობა ოკუპანტების დასვენება-ჯანმრთელობის გაუმჯობესობაშო?! რატომ შეიძლება რუსეთში "ბორჯომის" და ღვინის გაყიდვა, რომლებიც ოკუპანტების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა?! ხოლო რუსეთისგან ვაქცინ შეძენა, რომელიც სასარგებლოა ქართველი ხალხის ჯანმრთელობისთვის, არ შეიძლება?! ოკუპანტისგან არაფერი გვჭირდება!” – აცხადებენ ქართველი ნეობოლშევიკები და გვთავაზობენ საზარელ არითმეტიკას - აქაოდა, დასავლური ვაქცინებისგან – „AstraZeneca და „Pfizer“ - უფრო ნაკლები ხალხი დაიხოცება, ვიდრე პანდემიის მესამე ტალღისგან. ამის საპასუხოდ, მინდა ამ "ჰუმანისტებს" - მოსყიდულ პროპაგანდისტებს - შევთავაზო რეალური არითმეტიკა, რომელიც ემყარება ციფრებს და არა პოლიტიკურ სიმპათიებსა და ანტიპათიებს. მაშ ასე:

• საქართველოში - 3 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი, ანუ - 3 მილიონ 600 ათასი ზრდასრული მოქალაქეა, რომლებიც იმუნიზაციას ექვემდებარებიან;

• კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად საკმარისია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მაქსიმუმ 70% –ის, ანუ 2 მილიონ 520 ათასი მოქალაქის ვაქცინაცია;

• გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ადამიანს დასავლური ვაქცინებით ცრიან 2-ჯერ 2-კვირიანი ინტერვალით, საქართველოს 2 მილიონ 520 ათასი მოქალაქის ვაქცინაციისთვის ვაქცინის 5 მილიონ 40 ათასი დოზაა საჭირო;

• პანდემიის აფეთქებიდან 1,5 წელიწადში საქართველომ შეძლო ვაქცინის 72 ათასი დოზის შემოტანა (სამხრეთ კორეაში დამზადებული 45 ათასი AstraZeneca“–სი და 29 ათასი Pfizer“–ისა ღატაკთა პლატფორმა COVAXდან, გაეროს საერთაშორისო ბავშვთა ფონდი UNICEF“–ის დახმარებით), რომლითაც მხოლოდ 36 ათასი მოქალაქის ვაქცინაციაა შესაძლებელი, 1 ვაქცინირებულზე 2 აცრის გაანგარიშებით;

• გამოვაკლოთ 2 მილიონ 520 ათას მოქალაქეს, ვისაც ვაქცინაცია უნდა გაუკეთდეს, 36 ათასი მოქალაქე, ვისთვისაც უკვე მიღებულია ვაქცინა, და მივიღებთ 2 მილიონ 484 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელთათვისაც ვაქცინა არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება. მაშ, რომელი მასობრივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობა, როდესაც ვაქცინ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის?! ვაქცინაციისადმი ნდობა კი უფრო ნაკლები - აიცრა 3,5 ექიმი და ვაქცინაციაზე ჩაეწერა მაქსიმუმ 9 ათასი.

რა არის რუსული ვაქცინების აშკარა უპირატესობა?

• რუსული ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ კორონავირუსს SARS-CoV-2“, საქართველოში შემოტანილი „AstraZeneca“- სა და „Pfizer“- სგან განსხვავებით, ამიტომ ვაქცინაციის დროს მოქალაქეთა უჯრედებში ვირუსი ხელოვნურად არ შეჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ვაქცინებისგან კორონავირუსით დაავადება შეუძლებელია;

• რუსული ვაქცინები მზადდება ადამიანის გენიდან, ამიტომ, საქართველოში შემოტანილი "AstraZeneca"–სა და "Pfizer"–სგან განსხვავებით, რომლებიც შექმნილია შიმპანზეს გენებისგან, არ იწვევენ ანაფილაქსიურ შოკს, თრომბოემბოლიას და უცნობ გართულებებს. მაიმუნის გენები, რომლითაც დამზადებულია საქართველოში შემოტანილი ვაქცინები, ადამიანს სააკაშვილად აქცევს!

• რუსული ვაქცინების ეფექტიანობა 100% - აღწევს, რაც დაადასტურა სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალმა "The Lancet" (დიდი ბრიტანეთი), რაც 40% -ით მეტია საქართველოში შემოტანილი "AstraZeneca"-ს ეფექტიანობაზე;

• რუსული ვაქცინები "Sputnik V", "EpiVacCorona" და "KoviVak" თანაბრად ეფექტიანია შტამის ახალი მუტაციების - .. ბრიტანლი, ბრაზილიური და აფრიკლი, წინააღმდეგ;

• რუსული ვაქცინები ინახება ჩვეულებრივ მაცივარში +2 – დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე, საქართველოში შემოტანილი „Pfizer“–ის ვაქცინისგან განსხვავებით, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური მაცივრები –80 გრადუსი ტემპერატურით. ამიტომ, რუსული ვაქცინით ვაქცინაცია, რომელიც არ იწვევს სასიკვდილო გვერდით მოვლენებს და არ საჭიროებს სპეციალურ მაცივრებს, შეიძლება ჩატარდეს ყველა პოლიკლინიკაში, მედპუნქტებში და სუპერმარკეტებშიც კი (როგორც მოსკოვის “ГУМ“-ში), ხოლო დასავლური ვაქცინებით - მხოლოდ საქართველოს ხუთ საავადმყოფოში. ვაქცინაციის ორგანიზება მთელ საქართველოზე გათვლილ ხუთ საავადმყოფოში და იქ მკაცრად განსაზღვრულ დროში განსაკუთრებული რისკის ჯგუფის - 75 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების მიყვანა - სრული ბლეფია!

• რუსული Спутник V” უფრო იაფია, ვიდრე ყველა დანარჩენი, ხოლო EpiVacCorona და KoviVac ორჯერ უფრო იაფია, რადგან კეთდება ერთხელ და არა ორჯერ. ანუ, 2 მილიონ 520 ათასი საქართველოს მოქალაქის ვაქცინაციისთვის ამდენივეა საჭირო - ზემოაღნიშნული რუსული ვაქცინების 2 მილიონ 520 ათასი დოზა და არა 5 მილიონი 40 ათასი დოზა, როგორც საქართველოში სასაცილო რაოდენობით შემოტანილი "AstraZeneca" და "Pfizer"–ის შემთხვევაში. და თუ არ აიცრება 500 ათასამდე მოქალაქე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს „COVID-19“, მაშინ ვაქცინაციას საქართველოში 2 მილიონი მოქალაქე ექვემდებარება. თანაც, შეძლებისდაგვარად ერთდროულად, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლექტიური იმუნიტეტი არ მიიღწევა.

• რუსეთი, დასავლელი მწარმოებლებისგან განსხვავებით, სრულად აგებს პასუხს საკუთარ ვაქცინებზე და აზიარებს ვაქცინაციის გამოცდილებას.

   ვფიქრობ, ზემოხსენებული არგუმენტები სრულებით საკმარისია, რომ შევაჯამოთ - საქართველომ აჩქაროდ უნდა გააკეთოს არჩევანი არა რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებ, არამედ ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს ინტერესებ შორის. მაგრამ ბევრია შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ემთხვევა ერთმანეთს და ვაქცინაცია სწორედ ასეთი შემთხვევაა! სახელმწიფო დაინტერესებულია თითოეული მისი მოქალაქის ჯანმრთელობით - ასე იყო სსრკ-ში და ასე უნდა იყოს ახლა. სსრკ-ში იყო ვაქცინაცია და არ იყო პანდემია, თუმცა ქუჩაში მდგარი აპარატიდან გაზიან წყალ ყველა ერთი და იგივე ჭიქით სვამდა! დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თანახმაა ვაქცინაციაზე, მაგრამ ენდობ მხოლოდ რუსულ ვაქცინებს, მაშ, რა უფლებით და ლოგიკით ართმევს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არჩევანს, ითაც მათ სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აყენებს?!

საქართველოში უკვე საუბრობენ რუსული ვაქცინით კერძო ან არაოფიციალურ ვაქცინაციაზე და ბევრი ამ მიზნით უკვე მიემგზავრება ერევანსა და ვლადიკავკაზში, რაც ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს „lockdown“-ს, კომენდანტის საათსა და ტურისტული სეზონის ჩაშლას, ხოლო ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს მესამე ტალღას. ვინღა შევა შემდეგ ნატოსა და ევროკავშირში, თუ საქართველოს მოსახლეობა ამოწყდება?! ვინ შემოვა პირველი პანდემიით აოხრებულ ქართულ ტერიტორიაზე "დეზინფექციის მიზნით" - ნატო თუ რუსეთი?

P. S. 

იცით, პანდემიის დასაწყისში რატომ აქრობდა ხალხი დახლებიდან ტუალეტის ქაღალდს?! ჩასვრის შიშით... 

საქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 29 მარტი
საქართველო, თბილისი