უცხოეთი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის „პარლამენტმა“ ე.წ. „ენის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი 27 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, ორმა „კანონმდებელმა“ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ცვლილებების თანახმად, სომხური ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში“ ერთადერთ სახელმწიფო ენად რჩება, თუმცა, მის პარალელურად, რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი ექნება.
interpressnews.ge