აქტუალური
როგორ იშოვეს 150 მილიონი
million150სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განკუთვნილი 150 მილიონი ლარი უკვე მოიძია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, „ახალი ინიციატივით გათვალისწინებული 150 მილიონი ლარი, რომელიც წლეულს სოფლის მეურნეობის სექტორში დაიხარჯება, მოზიდულია სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის“ კორპორაციის მიერ. რესურსი, ძირითადად, მოზიდულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო საინვესტიციო ფონდებიდან“. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული თანხა 6 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან იქნა მობილიზებული. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ საფინანსო ინსტიტუტების ვინაობა კატეგორიულად გასაიდუმლოებულია. ოფიციალური ინფორმაციით, თურმე ეს მოთხოვნა თვითონ საფინანსო ინსტიტუტებიდან წამოსულა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, საფინანსო ინსტიტუტებს თავი გაესაიდუმლოებინათ, ჩნდება ეჭვი, რომ 150 მილიონი ან არ არსებობს, ან არსებობს და ხელისუფლება ამ თანხის რეალური მფლობელების ვინაობას მალავს.