რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სამჯერ ფეხდაცდენილი ბაიდენი და „მესამე ძალისთვის“ სამი შეუძლებელი ამოცანა

     ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულებით ნათელია, რომ ამ ბოლო დროს ამერიკას რაღაც ძალიან ცუდს უშვრებიან ... მკრთალსახიანები მუქკანიანებს ფეხებს პირდაპირ ქუჩებში უკოცნიან, აშშ უცვლელად ლიდერობს დაინფიცირებულთა რიცხვით, ძლიერი ტრამპი შეცვალა სუსტმა ბაიდენმა, რომელსაც მეტსახელად "ბიდონი" შეარქვეს. დემენციით გამოფიტულს ინაუგურაციიდან სამი თვე ავიწყდებოდა ინტერვიუს მიცემა, დაავიწყდა თავდაცვის მინისტრის სახელი, აურია საკუთარი შვილების სახელები და ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი უწოდა... უჰუ, ვთვლი, - ჩაიღრენა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე - თვლის თუ არა პუტინს მკვლელად, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტს ”უქმეებზე ჯორჯიაში” გაექცა, რათა ონლაინ, პირდაპირ ტელეეთერში მას არ შეხვედროდა! თან, ისე მკვირცხლად, რომ სამჯერ ფეხი დაუცდა ტრამპზე, უფრო სწორად, ტრაპზე, თვითმფრინავში ასვლისას! (შეცდობა შემთხვევითი როდია - ბაიდენი იმავე პირველ ინტერვიუში პუტინს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა იმის გამო, რომ იგი არჩევნებში თითქოსდა ტრამპს ეხმარებოდა). პუტინი კი იმავე უქმეებზე ციმბირში ყინულსა და თოვლზე დასეირნობდა, ტაიგაში ყველგანმავლით დაქროდა!

ფსაკი, რომელიც ამ ყველაფერს ტელევიზორს უყურებდა, როგორც ყოველთვის ბრიყვულად იღიმოდა ... თეთრი სახლის პრესმდივნად დააბრუნეს ოროსანი ქალი, რომელიც თავის პრეზიდენტს არ ჩამოუვარდება - ერთმანეთში ურევს ქვეყნებსა და კონტინენტებს ...

რა ხდება?! გამორიცხული არ არის, რომ "ვიღაც მესამე" განგებ უბიძგებს აშშ–ს რუსეთთან ომისკენ, რაზე ხელის მოწერაც მხოლოდ პოტენციურ მკვლელებს შეუძლიათ, რომლებსაც საღი აზრი არ მოეკითხებათ. ისეთები, როგორიცაა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ომის დაწყების ბრძანება გასცა, ან ბაიდენი, ვინც უკრაინაში ომის გაჩაღება ბრძანა, რათა, თავის ნარკომან შვილთან ერთად, გაზით სპეკულირება დაეწყო. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მესამემეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის დაჯახებისგან დივიდენდების მიღების იმედად! ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვინ „მესამე“ ელის დღეს სარგებელს აშშ–სა და რუსეთის ფედერაციას შორის შესაძლო ომის შედეგად. თუმცა, ჯოზეფ ბაიდენი, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე და აშშ–ის პრეზიდენტად, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი დაბრუნდება.

   ვიმედოვნებ, რომ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას ჯორჯიის ხელისუფლება ამ გარემოებას ითვალისწინებს - არა, იმ ჯორჯიის კი არა, საითაც "ბიდონი" პუტინისგან "უქმეებზე დასასვენებლად" გაიქცა, არამედ საქართველოს ხელისუფლება! ოპოზიცია სპეციალურად აკრიტიკებს მთავრობას რუსეთის მიმართ, მათი აზრით, შემრიგებლური პოლიტიკის გამო - "ზედმეტად არ განარისხოს ჩრდილოელი მეზობელი". ამით სააკაშვილი განგებ უბიძგებს ღარიბაშვილს დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ - იმედით, რომ ის შეეცდება რა საპირისპიროს დამტკიცებას (ანუ, რომ მთავრობა პრორუსული არ არის), გადადგამს რაიმე ანტირუსულ ნაბიჯს და ამით მოსკოვის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს!

ამით დაინტერესებული არიან არა მარტო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და სააკაშვილი, არამედ ექს–მაღალჩინოსნები, რომლებმაც სულ ახლახან დატოვეს მმართველი გუნდი ინფორმაციის დიდი ვინჩესტერებით იღლიაში - "მესამე ძალის" შექმნის და „ქართულ ოცნებაზე“ რევანშის იმედით! თუმცა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უკან ჩამოტოვების ერთადერთი გზა არის ყველაფერი დადებითის შენარჩუნება პლიუს კომუნიკაციური გარღვევის განხორციელება მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან, ხალხის სამსახურში ეკონომიკის ჩაყენება და მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია რუსული ვაქცინით, რასაც ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსები ვერ მოახერხებენ...

„საქინფორმი“- მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 მარტი
საქართველო, თბილისი