საზოგადოება
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.