საზოგადოება
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მარტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად “ქართული ოცნების” დეპუტატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი დანიშნა. იგი უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
წულუკიანის დანიშვნას 16 მარტს პარლამენტის მიერ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფისთვის მხარდაჭერა უძღვოდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას კვლავ მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს.
სამინისტროების გაყოფის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა ცალკე გამოყო კულტურის კომიტეტიც, რომლის ხელმძღვანელადაც ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აირჩია.