პოლიტიკა
ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და ერაყის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღის განმავლობაში დასარჩენად ვიზა აღარ დასჭირდებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში დღეს შევიდა.
„ვცდილობთ, საქართველოს საზღვრები გახსნილი იყოს იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქ ტურისტული, ეკონომიკური და სავაჭრო მიზნებით შემოდიან. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მათთვის ნებისმიერი ბარიერი და ბიუროკრატიული პროცედურა მოვხსნათ“, – განაცხადა კალანდაძემ.