პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ღარიბაშვილი ივანიშვილივით საჯარო პოლიტიკოსი უნდა გახდეს!

     საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე საჯარო პოლიტიკოსი უნდა გახდეს, როგორიც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, - განაცხადა “საქინფორმი-ს მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ჩვენს სააგენტოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- ბატონო არნო, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, ევროკავშირმა და ნატომ მოუწოდეს ქართულ ოპოზიციას დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანი იყო, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ?

- რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინა და ივანიშვილის გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ვირტუოზულად მოუგო პოლიტიკაში დაბერებულ მარგინალებს! დასავლეთმა, რომელიც უწინ შეცდა სააკაშვილთან მიმართებაში, დღეს შეცდომა დაუშვა სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმართებაში. დასავლეთმა მოულოდნელად დაინახა, რომ ოპოზიციას დემოკრატები კი არა, ნატურალური პუტჩისტები წარმოადგენენ! ყველა ამერიკელსა და ევროპელ პოლიტიკოსს, რომელმაც აღშფოთება გამოთქვა ქართულ პოლიტიკაში უკრაინის მოქალაქის ჩარევით კიევიდან, სააკაშვილმა უზნეო იდიოტები და პენსიონერები უწოდა, თუმცაღა დასავლური ლობის 90%, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს, მის მიერ უწინ მოსყიდული ყოფილი ჩინოვნიკებისგან შედგება!

"ქართული ოცნება" კომპრომისზე წავიდა ყველა პუნქტში, 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ჩათვლით, თუ ნახევარ წელიწადში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა 40% -ზე ნაკლებს მოიპოვებდა. რაც შეეხება სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებულ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს საპატიმრო, თუკი 40 000 ლარის ოდენობის გირაოს გადაიხდის, რასაც განზრახ არ აკეთებს. ციხეში მყოფი მელია ხომ ოპოზიციისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მელია - გარეთ! მელია ციხეში - "გმირი-პოლიტპატიმარი”, “დიქტატურის მსხვერპლი", დასავლეთისთვის ოპოზიციის ცოცხალი რეკლამა და ხელისუფლებასთან ვაჭრობის თემაა! მაგრამ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს მშვენივრად ესმის, რომ თუ შედრკება და ოპოზიციის შანტაჟს წამოეგება, თუ მმართველი პარტია ორ პრინციპულ პოზიციას დათმობს – დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, რაც 6 თვის წინ ჩატარებული არჩევნების გაყალბების აღიარების ტოლფასია, და ციხიდან გაათავისუფლებს ურჩ კანონდამრღვევებს, რაც საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ყოფნის აღიარებას ნიშნავს, ეს მთავრობისა და მმართველი პარტიის დასასრული იქნება! თუ ორი ათეული საპარლამენტო სავარძლის შესავსებად, რათა პარლამენტი უფლებამოსილი გახდეს, მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები, ხელისუფლება უღალატებს თავის ამომრჩეველს, ეს იქნება კონსტიტუციის ყველაზე უხეში დარღვევა და ამ ხელისუფლების დასასრული! მმართველ პარტიას ეს ესმის და პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე ხელს არ მოაწერს. ამიტომაც ჩაიშალა მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებები, მიუხედავად ფასილიტატორი-მედიატორების მცდელობისა! საქართველოში ყოფნის 30 წლის განმავლობაში, დასავლელი მენტორები ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდნენ ქართველ ხალხს და არც არასდროს მიუახლოვდებიან! უფსკრულმა მთავრობასა და ოპოზიციას შორის, დასავლური ფასილიტატორ-შუამავლების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო, ისევე როგორც მთელი კავკასია, ყოველთვის იყო და დარჩება ”terra incognita”–დ დასავლეთისთვის! მეტსაც ვიტყვი - გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების ნახევარზე მეტი უკვე მზად იყო დაჰყოლოდა "ქართული ოცნების" პირობებს და საქმე შეთანხმებითაც დასრულდებოდა, ისინი რომ „tete-a-tete“ დარჩენილიყვნენ თავის ოპონენტებთან – პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან! მაგრამ დასავლელმა მედიატორებმა ეს შეუძლებლად მიიჩნიეს და პროცესი შეწყვიტეს...

- და მაინც, ბატონო არნო, უკვე 6 თვეა გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, კორონავირუსი, დასავლელი პარტნიორები, როგორც თქვენ თქვით, შოკირებული რიან. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?

- ოპოზიცია დისკრედიტირებულია ყველა პუნქტით - როგორც კანონის, ასევე დასავლელი სპონსორების წინაშე, ამიტომ, ვფიქრობ, განხეთქილება გაერთიანებულ ოპოზიციაში გარდაუვალია და ბევრი პარტია, არა სააკაშვილის აბსურდული რევოლუციონერების, არამედ საკუთარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის გადასარჩენად, პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, მათ სანერვიულო არაფერი აქვთ, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რაც საქართველოს პრემიერმა მეათასედ გაიმეორა ბრიუსელში - საქართველო უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის ერთგულია! ოპოზიციამ, რომლის ლიდერის წყალობითაც საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაკარგა, უპრეცედენტო თავხედობით ვერაგულად ითამაშა ქართველთა ეროვნულ გრძნობებზე, დაადანაშაულა ხელისუფლება კრემლთან ტანდემში! ვინ გაბედავდა შეწინააღმდეგებას, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული მიწაა?! დიახ, დასავლეთში იყენებენ ამ რიტორიკას, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გადაჭრისას, საქართველოსა და რუსეთს შორის დაახლოების / დიალოგის აღსაკვეთად, და არა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ! ამიტომ სააკაშვილის ეს ”შავი” პიარიც ჩაფლავდა: თქვენი ქმედებები რუსეთის ინტერესებპასუხობს!” - მიმართეს დასავლეთის ფასილიტატორებმა-მედიატორებმა ოპოზიციას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის გახსნისას, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა.

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას - გასაგებია, მაგრამ რა უყოთ საშინაო პოლიტიკას? რა მოხდება, თუ ოპოზიციის ნაწილი კვლავაც არ მოვა გონზე და პარლამენტში არ შევა, იმის შიშით, რომ სააკაშვილმა "ანათემას" არ გადასცეს? პოლიტიკური კრიზისი თავისთავად არ ჩაცხრება, ხოლო თუ ოპოზიცია შეასრულებს თავის დანაპირებს და ქუჩაში გამოვა, რაც იმთავითვე მის ამოცანაწარმოადგენდა? ვინ და როგორ აიღებს უზარმაზარ კარვის ქალაქს პარლამენტის წინ, რის გამოც შეუძლებელია რუსთაველის გამზირზე სიარული? ასე იქნება 15 მაისამდე, ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ “გრანდიოზულ” მიტინგამდე, ბატონო არნო?!

- თუ ოპოზიცია გაამწვავებს ვითარებას დასავლეთისა და საღი აზრის წინააღმდეგ, საკმარისი ადამიანური რესურსის გარეშე, მაშინ მთავრობა კანონს აამოქმედებს. თანაც, არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მიმართებით, რადგან სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. მაგალითად, დასავლელი მედიატორი–ფასილიტატორები კიდევ ერთხელ შეძრწუნდებიან, როდესაც შეიტყობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მცირეწლოვან ბიჭებს მასთან ორალური სექსით დაკავებას აიძულებდა! და რომ იგივე ლიდერი ეთნიკურ შუღლს თესავს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ. იმავეს აკეთებს მეორე, შედარებით ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც თავის რიგებში საშიშ პროვოკატორებს - სოროსის ნაშიერ NGOშნიკებს აერთიანებს! ამათკენვე ისწრაფვის „დუშეთის პრეზიდენტი“, სოფლელი „ეგზისტენციალისტი“ მარგველაშვილი. ისინი წყალს უმღვრევენ ხელისუფლებას პანკისის ხეობაშიც, ქართველ ჩეჩენ - ქისტებში. თუ საქართველოს მთავრობა მტკიცედ არ მოკიდებს ხელს არასამთავრობო სექტორს, როგორც ეს ბაქოში მოიმოქმედეს, ის თბილისში ერევნის მოვლენების განმეორებას მიიღებს!

- დაეთანხმეთ, ბატონო არნო, რომ ოპოზიციას უამრავი "სახე" აქვს, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ ელექტორატთან და მაქსიმალურად იყენებენ მათი ოთხი ტელეკომპანიის შესაძლებლობებს.

- გეთანხმებით. ამიტომ, სიტუაციის სრულად გაკონტროლების მიზნით და მომავალში ამგვარი კრიზისების გამოსარიცხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იქცეს საჯარო პოლიტიკოსად - სწორედ ამით დაიწყო პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის მიწურულიდან, პოლიტიკაში მოსვლის მომენტიდან! მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ივანიშვილის ხშირმა ინტერვიუებმა და პრესკონფერენციებმა, მისმა ხალხისადმი მიმართვებმა და მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა. მისი საჯარო აქტივობის წყალობით, ამომრჩეველმა გაიგო - ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მოქალაქეებმა დაუჯერეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს და მხარი დაუჭირეს არჩევნებში! ღარიბაშვილი თავიდან ვერ აიცილებს ამგვარ საჯარო საქმიანობას, მიუხედავად დროის დეფიციტისა. გარდა ამისა, ბრიუსელში სტუმრობის შემდეგ, კარგი იქნება, თუ პრემიერი ღარიბაშვილი შემოივლის მთელ საქართველს, მოინახულებს მის თითოეულ რეგიონს, გაესაუბრება ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს, მეგრელებსა და კახელებს, სვანებსა და იმერლებს, გურულებსა და აჭარელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებსა და ყველა დანარჩენს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გახდეს სახალხო პრემიერი, ანუ არა მხოლოდ იმ პარტიისა, რომელმაც იგი საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ დანიშნა, არამედ უშუალოდ ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი პრემიერი, იმ ხალხისა, რომელიც დიდი ხანია დანატრებულია სახელმწიფოს პირველი პირის ყურადღებას! სწორედ ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაცია!

ირაკლი ღარიბაშვილს, სააკაშვილისგან განსხვავებით, არ უყვარს "გაპიარება" და ფორმალური საზღვარგარეთული ვიზიტები. საქართველო შვეიცარია არ არის, მისი არაპირდაპირი მართვა, მინისტრების საშუალებით, შეუძლებელია. გარდა უცხოური ტურებისა, საჭიროა ტურები საქართველოშიც. საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნები ტყუილად როდი სტუმრობდნენ საქართველოს ყველა კუთხეს, მათ კარგად იცოდნენ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნოსისა და ერის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, თანაც, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ, ამიტომ ყველგან თავისიანები იყვნენ! გიყვარდეს სამშობლო, ქართველი ხალხი, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მას არ ხვდებოდე, ქვეყნის ხელმძღვანელისთვის საზიანოა. მხოლოდ საკუთარი თანამოქალაქეების მოსმენით, მათი აზრის გაცნობით ყველა საკითხსა და პრობლემაზე, შეიძლება ურთიერთნდობისა და სიყვარულის მიღწევა. დისტანციური კომუნიკაცია ვერ ჩაანაცვლებს ცოცხალს, თუმცა კომუნიკაციაც მუდმივი და ორმხრივი უნდა იყოს და არა მხოლოდ ზემოდან – ქვემოთ. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ხელმძღვანელობა, ეთნიკური ჯგუფებითა და ეროვნული დიასპორებით დასახლებული საქართველოს პოლიტიკური ლიდერობა. ხოლო როდესაც პირდაპირი კავშირი გაქვს ხალხთან, მაშინ ყოველთვის იცი - რა ხდება და ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შეგიძლია!

მაგალითად, ვინ არის კომპეტენტური, რომ უზრუნველყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომუნიკაცია საქართველოში ყველაზე დიდ დიასპორებთან - სომხურსა და აზერბაიჯანულთან, ანუ ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედთან? ასეთი ხალხი არაა არც მთავრობაში, არც ადმინისტრაციაში და არც აპარატში. პრემიერი ურთიერთობს მინისტრებთან, მაგრამ რომელი მინისტრები სტუმრობენ რეგულარულად რაიონებს? ნაყოფიერ სამუშაო ვიზიტებს ვგულისხმობ და არა სატელევიზიო შოუებს. მხოლოდ ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრი და ისიც - ძირითადად ფორსმაჟორული სიტუაციების მიზეზით. ამიტომ მათ არ შეუძლიათ პრემიერ-მინისტრის ინფორმირება იმის შესახებ, რაც თვითონაც არ იციან. ნახევარი უბედურებაა, როდესაც საქართველო დასავლეთისთვის არის "terra incognita", უფრო უარესია, როდესაც ის ქართველი მინისტრებისთვისაც უცნობია!

ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა, საქინფორმი

2021 წლის 22 მარტი
საქართველო, თბილისი