სამართალი
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 23 მარტს სპეციალური მოსმენა გაიმართება.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან.