პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსოფობიის აჩრდილი დაძრწრის ევროპაში და ბაიდენის ბადენ-ბადენში წასვლის დრო

     NEWS FRONT- ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

- ბატონო არნო, დავიწყებ მთავარი მსოფლიო სკანდალით: 17 მარტს, აშშ-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტელეარხ „ABC“–ის ჟურნალისტთან ინტერვიუში, კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს მკვლელად, უპასუხა: ”ჰო, დიახ ”, რის შემდეგაც რუსეთმა გაიწვია თავისი ელჩი. რას უნდა ველოდოთ, ომს?

   - ამერიკელები კიდევ არაერთხელ ინანებენ, რომ პრეზიდენტად 78 წლის კაცი აირჩიეს, ეს არაჰუმანურია თავად ბაიდენთან მიმართებაშიც, რომელიც კარგა ხანია უნდა ისვენებდეს ბადენ-ბადენში. დაე, იმკურნალოს თავიანთ თანატოლებთან ერთად, ადგილობრივი თერმული წყაროები სასწაულებს ახდენენ... ჩვენში ბავშვობიდან ამერიკა ასოცირდებოდა პროგრესთან, მოწინავე მიღწევებთან, სიძლიერესა და ახალგაზრდობასთან და მოულოდნელად იქ ისე მოიქცნენ, როგორც სსრკ–ში, რომელსაც სათავეში ხანდაზმული და მძიმედ დაავადებული გენერალური მდივნები ედგნენ! მაგრამ მათაც კი არ მიუციათ საკუთარი თავისთვის ასეთი რამის უფლება, მით უმეტეს, ეს დაუშვებელია ისეთი მდიდარი ბექგრაუნდის მქონე პოლიტიკოსისა და დიპლომატისთვის, როგორიც ბაიდენია. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ აშშ–სა და საერთოდ, დასავლეთში ხელმძღვანელები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კრისტალურად სუფთა, ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები, სამაგალითო მეოჯახეები. ოვალურ კაბინეტში სექსის გამო პრეზიდენტმა კლინტონმა კინაღამ თანამდებობა დაკარგა! და აი - ბაიდენი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობისას, თავის ვაჟთან ერთად უკრაინაში მაქინაციებით იყო დაკავებული... ბაიდენმა ბოდიში უნდა მოიხადოს, როგორც კლინტონმა მოიხადა ბოდიში და, მადლობა ღმერთს, რომ აშშ–ში გადაწყვეტილებებს მხოლოდ პრეზიდენტი როდი იღებს. თუმცა, როდესაც რუსეთს სანქციებით ზედიზედ სეტყვავენ, მისტერ ტვისტერს შეუძლია უფრო ღირსეული მიზეზი მოიგონოს, ვიდრე უღირსი ნავალნია...

- მოდით გადმოვინაცვლოთ უფრო ახლოს, ევროპაში. რატომ აშფოთებს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკური კრიზისი და პანდემია? ევროკავშირი არ დახმარებია საქართველოს ვაქცინის მიღებაში და უცებ - ასეთი ჰიპერაქტიურობა, მიშელი, ბორელი... დენიელსონი, იმან ხომ საერთოდ ბინა იქირავა თბილისში და ბორჯომისსაწრუპად დარჩა, რომელიც ბადენ-ბადენის წყლებს როდი ჩამოუვარდება, სანამ ქართულ ოცნებასოპოზიციასთან არ შერიგებს!

- რუსოფობია – აი რა არის მიზეზი! რუსოფობიის აჩრდილი დაძრწის მთელს ევროპაში! სწორედ ამიტომ არსებობს ნატო დღემდე, თუმცა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა! რატომ ეშინიათ რუსეთის დღეს ევროპაში, თუმცა არ ეშინოდათ დიდი სამამულო ომის შემდეგ? გერმანია, საფრანგეთი და "ბებერი" ევროპის სხვა ქვეყნები ტრადიციულად გამოირჩეოდნენ კარგი პარტნიორობით რუსეთის ფედერაციასთან, აშშ–ის ნების საწინააღმდეგოდაც კი, სანამ... არ გაერთიანდნენ ევროკავშირში, სსრკ-ის თანამედროვე ანალოგში, ერთიანი ვალუტით, საზღვრით, ერთიანი პოლიტიკითა და არმიით, რაც არსობრივად ნატოა - სამხედრო ალიანსი, აშშ–ის მეთაურობით. ამიტომ, ქვეყნები, რომელთა პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღესაც კეთილგანწყობილია რუსეთისადმი (იტალია, ესპანეთი და ა.შ.), მაგრამ ეკონომიკური აუთსაიდერები არიან, იძულებულნი ხდებიან დაემორჩილონ ევროკავშირის ეკონომიკურ ლიდერებს. ანუ იმ ქვეყნებს, რომლებზეც ეკონომიკურად არიან დამოკიდებულნი, რომელთა ტრანშების გარეშეც კრიზისის პირობებში დეფოლტში ჩაცვივდებოდნენ და რომელთა ეკონომიკის წყალობითაც ევროკავშირი არსებობს. ისეთებს, როგორიცაა გერმანია, რომელსაც აშშ–სი უფრო მეტად ეშინია, ვიდრე რუსეთის.

გერმანია უფრთხის ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭებას, რათა მარტო არ დარჩეს რუსეთის პირისპირ. იმდენად ეშინია, რომ ფრაუ მერკელს კანკალის შეტევები დაეწყო, რაც ტელევიზორით ვიხილეთ! ტრამპის სანქციებამდე კი, რომელსაც გერმანია (ჩათვალეთ – ევროკავშირი) იძულებით შეუერთდა, ანგელას საყვედურობდნენ კიდეც "ანგელოზური" ურთიერთობისთვის პუტინთან, რომელთანაც, ამერიკელებისთვის გაუგებარ გერმანულ ენაზე შეეძლო ემუსაიფა და რომელმაც ბუქარესტის სამიტზე დაბლოკა საქართველოს ნატოში გაწევრება ("პუტინის კახპას“ უწოდებდა ანგელა მერკელს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბაიდენთან შედარებით, უფრო უხამს გამოთქმებსაც არ ერიდება). დღეს კი, როდესაც გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა, გერმანიის კანცლერმა რუსოფობიის მაქსიმუმი გამოამჟღავნა, რათა შემდგომ მშვიდად გავიდეს პენსიაში. თუმცა, სანამ იგი გერმანიის ცნობილ კურორტ ბაიდენ-ბაიდენში გაემგზავრება, აშშ–ის წინაშე კანკალის შეტევების სამკურნალოდ, საქმეები უნდა გადააბაროს და მას ჰკითხავენ: ეს რა უქენი „აღმოსავლეთ პარტნიორობისპროექტს, ძვირფასო?! ბელრუსი დიდ რუსეთთან გაუშვი, უკრაინა და მოლდოვა ნახევრად დაბრუნდა კიევის რუსეთს, აზერბაიჯანდა სომხეთი რუსეთი დააზავა და ახლა გინდა დაკარგო საქართველოც, ანუ კავკასიაში ბოლო ბასტიონი და ნავსაყუდელი შავ ზღვაზე?! "მაყუთი სადღაა", როგორც პუტინი ამბობს?! როგორ ჩამოვწეროთ ახლა მილიარდობით ევრორანტი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობასა“ და სხვა პროექტებზე?!. და ამ გუნდში ყველაზე ხმამაღლა იჟღერებს "ახალი" ევროპის, ანუ ყოფილი სსრკ–ის ბალტიისპირეთის რესპუბლიკათა ხმები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ევროკავშირის, აშშ–ისა და ნატოს დახმარებაზე და თავდაცვაზე ხარჯავენ პროცენტული შეფარდებით იმაზე მეტსაც კი, ვიდრე აშშ (მაგალითად, ლიტვა და ლატვია - მათი მშპ–ის160% და 153%, შესაბამისად)!

ევროკავშირს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ იმიტომ აწუხებს, რომ დასავლეთი ფაციფუცით ცდილობს მეორედ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას. თავიდან სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ, ის კი სამხედრო დამნაშავე აღმოჩნდა და თავის თანაპარტიელებთან ერთად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ახლა კი იმავე დამნაშავეებს ოპოზიცია უწოდებს, ხოლო ეს უკანასკნელნი გაჯიქდნენ და ცოცხალი თავით არ შედიან პარლამენტში, რადგან სამოქალაქო ომი უნდათ, როგორც უკრაინაში! ევროკავშირი შიშობს, რომ რუსთაველზე შექმნილი არეულობების შედეგად, რაც უკვე დიდი ხანია ქართულ ტრადიციად იქცა (ისევე როგორც დასავლელი სტუმრების ვიზიტი "საოკუპაციო ხაზთან"), კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას რუსეთს სთხოვენ და საქართველო, კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნის მსგავსად, ხელიდან გაუსხლტებათ!

მერე რაღა ვქნათ? - ფიქრობენ ევროკავშირსა და ნატოში, რომელთა შტაბ-ბინებიც შემთხვევით როდი მდებარეობს ბრიუსელში, რადგან ორივე ორგანიზაციაში ფუნქციონირებს სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღმოსავლეთისკენ გაფართოებაზე, ანუ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთში. შეიარაღება, წვრთნები, კომისიები, საბჭოები, ვიზიტები, გრანტები და უამრავი თანამშრომელი - ამ ყველაფერზე დაიხარჯა ასტრონომიული თანხები, რომელთა ჩამოწერაც მოუწევთ, თუ საქართველოც, როგორც ექვსი ქვეყნიდან ბოლო, კონტროლქვეშიდან გამოვა და, ბუნებრივია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის დახურვა მოუწევთ.