საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, ხოლო პისიარტესტით – 4 455.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 275 148 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 565 გამოჯანმრთელდა, 3 650 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 211, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 358 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.
ამასთან, 14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი.