რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ არავინ ურჩია ბერას, არ გამოექვეყნებინა ოჯახური ფოტოები ფეისბუკზე? (NEWS FRONT)

   სსრკ-ში ქართველები კულტურისა და სიკეთის ეტალონი იყვნენ. ოჯახის კულტი, მშობლების და უფროსების პატივისცემა, ქალის მიმართ რაინდული დამოკიდებულება და ქართული სუფრის ფენომენი, სადაც კი არ თვრებიან და მტრობენ ერთმანეთს, არამედ ხარობენ და მეგობრობენ, უნიკალური სტუმართმოყვარეობა, ვაჟა ფშაველას "სტუმარ–მასპინძელში" აღწერილი: ვინ იფიქრებდა ჯერ კიდე 30 წლის წინ, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციები ოდესმე გადაიხედებოდა?!

"ახალ ქართველებს" დასავლურპოპ-კულტურა ჩანერგეს, ჩამოაცილეს რუსულს, რის შედეგადაც 25 წლამდე ასაკის ქართველი ახალგაზრდობის უმრავლესობისთვის მსოფლიო რუა "თეთრი ლაქებით" დაფარა. მათთვის არ არსებობენ მეზობლები - რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, არ არსებობს ცენტრალური აზიის ქვეყნები, ბელრუსი და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები, რომელთა ისტორის, ცხოვრებდა ცხოვრებლების გაცნობა მხოლოდ რუსულ ენაზეა შესაძლებელი.

საქართველოში, როგორც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, ყოველთვის ტოლერანტულად ეკიდებოდნენ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც – მუსლიმები, კათოლიკები, იუდეველები ჰარმონიულად თანაარსებობდნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ მისი როლი. თუმცა "ახალი ქართველებისთვის", კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის პროტესტის მიუხედავად, მიღებულ იქნა "ანტიდისკრიმინაციული კანონი", რომელიც საქართველოსთვის არატრადიციულ სექტებს რელიგიებად ცნობს და ითვალისწინებს მათი უფლებების ექსკლუზიურ დაცვას!

საქართველოში არასოდეს ირღვეოდა სექსუალური უმცირესობების უფლებები, სანამ ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა“ ლგბტთემის წარმომადგენლებჰეტეროსექსუალურ უმრავლესობასთან მიმართებაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ დააყენა.

ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის სისხლის აღება და შუა საუკუნეების სხვა ველური წეს-ჩვეულებები, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს უკვე მერამდენე წელია მუდმივად უნერგავენ: ”რუსები მტრები არიან!”, ”რუსეთი მტერია!”, ”რუსმა ოკუპანტებმა დახოცეს ქართველები და წაართვეს ქართული მიწა! ”. რას უშვრებიან მტრებს? კლავენ! რატომ ზრდიან ხელისუფლებაცა და ოპოზიციაქართველ ბავშვებს კამიკაძეტერორისტებად, რომლებიც ბავშვობიდან თამაშობენ კალაშნიკოვის ავტომატით?! როგორმათი თანატოლები სირიასა და ავღანეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში?!

და განა ქართულ ტრადიციებშიშვილების უფროსების მტრობაში ჩართვა?! თუნდაც ეს პოლიტიკური მტრობა იყოს? რა კავშირი აქვპოლიტიკოსების ოჯახებსდა მათ შვილებს პოლიტიკურ ბრძოლათან?! ეს დაუწერელი წესი ქართულ პოლიტიკაში, სათავეს ქართული მენტალიტეტიდან რომ იღებს, შეცვალა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც "ბუჩქებში, კოკა-კოლაზე" დაიწყო "ახალი ქართველების" გამოყვანა. მისი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც მისი უახლოესი თანაგუმდელების მეუღლეებთან სექსუალურ კავშირი ჰქონდა, რომელიც ტკბებოდა მისი ბრძანებით ფარულად გადაღებული ვიდეოჩანაწერებით მინისტრებისა და პარლამენტარების ცოლქმრული საძინებლებიდან, მძევლად აჰყავდა ბიზნესმენთა ცოლები და ქალიშვილები, რათა დაეყოლიებინა მათი ქმრები და მამები აღიარერბით ჩვენებებზე და გაეყვლიფა ისინი!

... მეორე კვირაა, რაც ქართული პოლიტიკური ელიტა ჩართულია სკანდალში - სააკაშვილის ოთხი ტელეკომპანიიდან ერთმა გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერას სატელეფონო საუბრების მოსმენა ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილთან. საუბარია თინეიჯერების - ტვინჩარეცხილი "ახალქართველების"ჯგუფზე, რომლებიც ფეისბუქზე ემუქრებიან ბერას, შეურაცხყოფენ მას და მის ოჯახს, რადგან მათ აღიზიანებთ მისი შემოქმედება და თავად იგი. მაგრამ მილიარდერის ვაჟიშვილი ბერა, რომელიც ხშირად მუშაობდა აშშ-სა და ევროპაში, ყველასთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა არა "ახალი", არამედ ტრადიციული ქართველი, რომლისთვისაც დედა და ოჯახის ღირსება უპირველესია! რამდენად სასიამოვნოა დედისა და მეუღლისთვის სოციალურ ქსელში შვილის ან ქმრის შეურაწყოფა და ცოდნა იმისა, რომ მას ნახევარი საქართველო კითხულობს?! ამავე დროს, ბერასთვის უცხოა კრიმინალური მენტალიტეტი, მას ესმის, თუ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მამას – საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ექსპრემიერ–მინისტრს – შეურაცხმყოფელებთან პირისპირ შეხვედრით, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ განხილული იქნება, როგორც ხულიგნური "გარჩევა"... ამიტომ, როგორც ამას აუდიოჩანაწერი მოწმობს, ის მიმართავს დაცვის უფროსს თხოვნით, მოახდინოს რეაგირება დააშოშმინოს და შეაჩეროს ინტერნეტ–ტერორისტები.

   ბერა სწორად მოიქცა: სოცქსელებში მუქარისა და შეურაცხყოფის კასკადი ჩემს, „საქინფორმისმთავარრედაქტორის მიმართ, 2011–2012 წლებში დასრულდა ორი თავდასხმითა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებით, მკვლელობის მცდელობითაც კი, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აპატია ეს თავის წინამორბედს - ნაცმოძრაობ“, იმიტომ, რომ საქართველოში იცავენ მხოლოდ სააკაშვილის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, დანარჩენების სიცოცხლეს კი, მით უმეტეს იმათი, ვინც რფ–თან დიალოგის მომხრეა, ჩალის ფასი აქვს!

   ყველაფერი, რაც საქართველოში ბერას საუბრების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა - მთავარი მიზეზია, რის გამოც დღეს კალამი ავიღე ხელში. დასაწყისისთვის მკითხველს შევახსენებ - რამდენჯერ მივანიშნე, გაცნობიერებული თუ მთავარი პიარშიკების არაპროფესიონალიზმის მიზეზით, მმართველი პარტიის წამგებიან პიარზე. აგერ გასულ ორშაბათსაც ავხსენი, თუ რატომ აგებს პირწმინდად ხელისუფლება ოპოზიციასთან PR-ისა და მედიის სფეროში. და აი თანამდებობიდან გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და პრო-სამთავრობო ტელეარხი POSTV–ის გენერალური დირექტორი, რომლებსაც, ლოგიკურად, მთავარი სახელმწიფო სტრუქტურების PR-სამსახურების ზოგიერთი ხელმძღვანელიც უნდა მიჰყვეს.

   ”ისინი გაათავისუფლეს, რადგან მათი ხელი ერია აუდიოჩანაწერების გაჟონვაში!”, –ამბობენ ზოგიერთები.არა, ისინი თვითონ წავიდნენ, ათა ექს-პრემიერ გახარიასთან ერთად შექმნანმესამე პოლიტიკური ძალა”, რომელზეც ივანიშვილი საუბრობდა! მათ მალე შეუერთდება თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის პოსტს დატოვებს!", - არ ეთანხმებიან სხვები. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაში", ერთი მხრივ, ერიდებოდნენ ყველას, ვინც ხელისუფლებარუსეთთან მოლაპარაკებების რთულ, მაგრამ გარდაუვალ გზაზე შებიჯებას სთავაზობდა, მეორე მხრივ კი – განსაკუთრებით დაახლოებულ პირთა შორის ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ყოფილ მაღალჩინოსნებს, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს, რუსეთთან თანამშრომლობისთვის სამსახურიდან გათავისუფლებულ და დაკავებულ, საზოგადოებისთვის ცნობილ „სახეებს“, „ექსპერტებსადა ჟურნალისტებს“. დღეს ისინი თავგამოდებით იცავენ ბერფაისბუკზე, თუმცა ამ კატეგორიის ადანიანებისგან „დაცვა“ უფრო დიდი ზიანის მომტანია ივანიშვილებისთვის...

იმის ნაცვლად, რომ ბერასთვის ერჩიათ, თავი არ ემართლებინა გაერთიანებული ოპოზიციის დამნაშავეების წინაშე, მათ მთელი შოუ დადგეს ბერასთან ჩართვით! იმის ნაცვლად, დაბეჯითებით ემტკიცებინა, რომ ჩანაწერი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი იყო, ბერას ურჩიეს ეთქვა, რომ ეს მოხდა უფრო ადრე - როდესაც ჩუბინიძე ივანიშვილების ოჯახის დაცვის უფროსად მუშაობდა. პირველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო სპეცსამსახურის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ჩუბინიძეს ჰქონდა სრული უფლება და ძალიან კეთილშობილურადაც გამოჩნდებოდა, პირადად მისულიყო ინტერნეტ–ხულიგანთან სახლში და თავაზიანად გაეფრთხილებინა მისი ოჯახი მეზობლების თანდასწრებით. ხოლო კერძო პირის უსაფრთხოების უფროსი პოლიციის თანამშრომელია, რომელიც პრობლემის შესახებ უბრალოდ უნდა აცნობის ზემდგომს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს.

   და არავინ, არც ერთმა არ ურჩია ბერივანიშვილს, არ გამოქვეყნებინა ოჯახური ფოტოები ფეისბუკზე! ბერასი მესმისახალგაზრდა კაცი ამაყობს თავისი ლამაზი ოჯახით, ცოლით, პატარა ანგელოზით და სურს თავისი სიხარული გაუაზიაროს მთელ მსოფლიოს! ბერა სილამაზისა და სიკეთის ატმოსფეროში გაიზარდა, მას არ ესმის, როგორ შეუძლია ულამაზესი ფოტოების გამოქვეყნებით ოჯახს ცუდი აურა მოუტანოს, შური და რისხვა გამოიწვიოს! და რომ არაკეთილმოსურნეები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ მამამისის პოლიტიკური მტრები, არამედ უბრალოდ მშივრები, რომლებსაც ბერას ბედნიერება სულაც არ გაახარებთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

წყარო: NEWS FRONT

2021 წლის 15 მარტი
საქართველო, თბილისი