უცხოეთი
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 10 083 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 390 608-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 395 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 92 090 -მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 995 309 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
interpressnews.ge