საზოგადოება
2021 წლის თებერვალში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 89.5 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. 2021 წლის თებერვალში საქართველოში 40 516 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.5 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 34 836 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 4 846, საზღვაო გზით – 509 და სარკინიგზო გზით – 325.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის თებერვალში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 15 983 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით –75 პროცენტი; სომხეთი – 5 785 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით – 89.9 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით– 84.4 პროცენტი; აზერბაიჯანი – 3 950 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.8 პროცენტი; რუსეთი – 2 925 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –94.4 პროცენტი; უზბეკეთი – 1 256 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +13.8 პროცენტი; უკრაინა – 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.7 პროცენტი; ყაზახეთი – 443 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -83.6 პროცენტი; ბელარუსი – 408 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.2 პროცენტი; ირანი – 347 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.0 პროცენტი; ტაჯიკეთი – 343 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -42.8 პროცენტი; ბულგარეთი – 204 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -66.1 პროცენტი; ყირგიზეთი – 180 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -68.5 პროცენტი; გერმანია – 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -93.8 პროცენტი; საფრანგეთი – 160 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -88.6 პროცენტი.