საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 594 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 065, ხოლო პისიარტესტით – 9 529.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,61 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 045 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 421 გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 324 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 10 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.